გაკვეთილის თემა -
|
პრიორიტეტის ნიშნები
|
გაკვეთილის
ფორმა
|
თეორიული
|
სწავლების საფეხური.ინტეგრირებული საგნები.
|
საშუალო. XI კლასი. ისტ.
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
პრიორიტეტის ნიშნების გაცნობა,
მათი ფუნქციის და კონკრეტული
ვითარების შესაბამისი
საგზაო მოძრაობის წესების
გაცნობიერება.
|
| ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისარწევი შედეგები ინდიკატორები |
ს.ნ.. XI.3. მოსწავლეს შეუძლია საგზაო ნიშნების სხვადასხვა ჯგუფის
განსხვავება და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ü ცნობს და განასხვავებს საგზაო ნიშნების ჯგუფებს ფერის, ფორმისა და დანიშნულების მიხედვით;
ü ასახელებს კონკრეტული ვითარების შესაბამის საგზაო მოძრაობის წესებს (მაგ., განმარტავს თუ რატომ არის მოცემული რომელიმე აკრძალვის ნიშანი, ამა თუ იმ ადგილას) .
|
| თანმიმდევრობა, აქტივობა ნაბიჯ–ნაბიჯ. |
v გამოწვევა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და მიმართავს გონებრივ იერიშს:
რა იწვევს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს?
აფიქსირებს მოსწავლეთა მოსაზრებებს დაფაზე და საბოლოოდ კონსესუსს მიაღწევენ (8 წთ ).
v შინაარსის რეალიზება -
ახალი შინაარსის, ცნებების, უნარების ათვისება .
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს და ესაუბრება პრიორიტეტის ნიშნების შესახებ თვალსაჩინოებების, სლაიდშოუს გამოყენებით (22 წთ).
v რეფლექსია-
ცოდნის განმტკიცება და გავრცობა(10წთ)
მოსწავლეები წყვილში ან ინდივიდუალურად მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს სცემენ პასუხს და მსჯელობენ აღნიშნული საკითხების შესახებ, გამოთქვავენ და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს.
1. რით განსხვავდება პრიორიტეტის ნიშნები სხვა საგზაო ნიშნებისაგან?
2. რატომ არის პრიორიტეტის ნიშნების არსებობა აუცილებელი?
3. რა შედეგი მოყვებოდა საგზაო ნიშების არარსებობას?
v მოსწავლეთა შეფასება (5 წთ )
|
შეფასება
| |
| სასკოლო მენეჯმენტის საგანმანათლებლო რესურსები. |
Saturday, October 29, 2011
გაკვეთილის გეგმა - საგზაო მოძრაობის წესები და მოძრაობის უსაფრთხოება
Sunday, September 11, 2011
,, მავნე ჩვევები " - პროექტის არწერა
- პროექტის სახელწოდება - მავნე ჩვევები (ნარკომანია,ალკოჰოლი,თამბაქო)
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1– 2 წინადადებით - დავიცვათ მოზარდები მავნე ჩვევებისაგან; მომაკვდინებელი სენისაგან.
- პროექტის აქტუალობა - დღევანდელ თაობას მიდრეკილება აქვს მავნე ჩვევებისაკენ და მათ არ იციან ამ ჩვევების საბოლოო შედეგები;
- პროექტის მიზნები; ა. ჯანსაღი თაობის აღზრდა; ბ. მოსწავლეებმა გაიგონ და გაიაზრონ რა შეიძლება მოჰყვეს - ნარკოტიკის, თამბაქოსი და ალკოჰოლის ცხოვრების მეგზურად გახდომას;
- მონაწილეთა ასაკი - 14 – 15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა - 15 დღე
- მოსალოდნელი შედეგი/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას - მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს, სურათებს, ვიდეოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; შექმნიან ნახატებს, ლოზუნგებს; მოსახლეობას გამოკითხავენ მავნე ჩვევებთან დაკავშირებით.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელო, კალამი, ფურცლები, რვეულები, ფოტოაპარატი, ადამიანებთან ურთიერთობა.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) - მოსწავლეებს ვაძლევ საკვლევად პროექტს ,,მავნე ჩვევები" , იყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფის წევრი ინაწილებენ ფუნქციებს; I ჯგუფის წევრები იმუშავებენ საკითხზე – თამბაქოს შესახებ; II ჯგუფის წევრებს – ალკოჰოლის შესახებ; III ჯგუფის წევრებს – თამბაქოს შესახებ. შეაგროვებენ მასალებს, მოეწყობა კონფერენცია,სადაც მოწვეული იქნებიან სკოლის მოსწავლეები,ადმინისტრაცია,პედაგოგები,ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები,რომლებიც მოსწავლეებს დამატებით გააცნობენ ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებს, პროექტში მონაწილეები პრეზენტაციის სახით მოწვეულ სტუმრებს გააცნობენ ,,მავნე ჩვევების" უარყობით შედეგებს, ასევე მათთან ერთად მოაწყობენ დისკუსიას აღნიშნულ თემასთან დააკავშირებით. მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების რუბრიკით
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -
IX / 4. მოსწავლე აფასებს ადამიანისა და საზოგადოების როლს სოციალური
პრობლემების გადაწყვეტაში.
III - აღწერს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს,
ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას; განიხილავს შესაბამის სტატისკურ
მონაცემებ სსაქართველოს, მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის; ასახელებს
ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს;
IV - წერს თხზულებას სოციალური დაავადებების (მაგ: ალკოჰოლიზმ
ნარკომანია,შიდსი, ტუბერკულოზი და ა.შ.) მქონე ადამიანებისადმი დანარჩენი
საზოგადოების წევრთა დამოკიდებულების შესახებ, სადაც ასაბუთებს საკუთარ
პოზიციას მის მიერ აღწერილი ურთიერთობის, სამართლიანობის შესახებ;
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) - ნათია იაშაღაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - natiaiashagashvili@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი - http://natiaiashagashvili.blogspot.com/
Subscribe to:
Posts (Atom)


