- პროექტის სახელწოდება - მავნე ჩვევები (ნარკომანია,ალკოჰოლი,თამბაქო)
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1– 2 წინადადებით - დავიცვათ მოზარდები მავნე ჩვევებისაგან; მომაკვდინებელი სენისაგან.
- პროექტის აქტუალობა - დღევანდელ თაობას მიდრეკილება აქვს მავნე ჩვევებისაკენ და მათ არ იციან ამ ჩვევების საბოლოო შედეგები;
- პროექტის მიზნები; ა. ჯანსაღი თაობის აღზრდა; ბ. მოსწავლეებმა გაიგონ და გაიაზრონ რა შეიძლება მოჰყვეს - ნარკოტიკის, თამბაქოსი და ალკოჰოლის ცხოვრების მეგზურად გახდომას;
- მონაწილეთა ასაკი - 14 – 15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა - 15 დღე
- მოსალოდნელი შედეგი/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას - მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს, სურათებს, ვიდეოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; შექმნიან ნახატებს, ლოზუნგებს; მოსახლეობას გამოკითხავენ მავნე ჩვევებთან დაკავშირებით.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელო, კალამი, ფურცლები, რვეულები, ფოტოაპარატი, ადამიანებთან ურთიერთობა.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) - მოსწავლეებს ვაძლევ საკვლევად პროექტს ,,მავნე ჩვევები" , იყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფის წევრი ინაწილებენ ფუნქციებს; I ჯგუფის წევრები იმუშავებენ საკითხზე – თამბაქოს შესახებ; II ჯგუფის წევრებს – ალკოჰოლის შესახებ; III ჯგუფის წევრებს – თამბაქოს შესახებ. შეაგროვებენ მასალებს, მოეწყობა კონფერენცია,სადაც მოწვეული იქნებიან სკოლის მოსწავლეები,ადმინისტრაცია,პედაგოგები,ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები,რომლებიც მოსწავლეებს დამატებით გააცნობენ ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებს, პროექტში მონაწილეები პრეზენტაციის სახით მოწვეულ სტუმრებს გააცნობენ ,,მავნე ჩვევების" უარყობით შედეგებს, ასევე მათთან ერთად მოაწყობენ დისკუსიას აღნიშნულ თემასთან დააკავშირებით. მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების რუბრიკით
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -
IX / 4. მოსწავლე აფასებს ადამიანისა და საზოგადოების როლს სოციალური
პრობლემების გადაწყვეტაში.
III - აღწერს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს,
ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას; განიხილავს შესაბამის სტატისკურ
მონაცემებ სსაქართველოს, მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის; ასახელებს
ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს;
IV - წერს თხზულებას სოციალური დაავადებების (მაგ: ალკოჰოლიზმ
ნარკომანია,შიდსი, ტუბერკულოზი და ა.შ.) მქონე ადამიანებისადმი დანარჩენი
საზოგადოების წევრთა დამოკიდებულების შესახებ, სადაც ასაბუთებს საკუთარ
პოზიციას მის მიერ აღწერილი ურთიერთობის, სამართლიანობის შესახებ;
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) - ნათია იაშაღაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - natiaiashagashvili@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი - http://natiaiashagashvili.blogspot.com/



No comments:
Post a Comment